“ოკრიბა” ტყიბულში ახალ ავტოსადგურს აშენებს
ქალაქ ტყიბულში ახალი ავტოსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.
გასულ წელს დაწყებული საქალაქთაშორისო ავტოსადგურების რეფორმა მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა. რეფორმის მიზანია სატრანსპორტო და მგზავრთ გადამყვანი ინდუსტრიის გაჯანსაღება, სამართლებრივი სტანდარტების დამკვიდრება და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
“ავტოსადგური „ოკრიბა“ ერთ-ერთი პირველი გახდა, რომელმაც სრულად დაიწყო მოქმედი კანონმდებლობის იმპლემენტაცია და შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ორიენტირებულია როგორც სამართლებრივ შესაბამისობაზე, ასევე დარგის სისტემურ განვითარებაზე.
სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო ახალი, პირველი კლასის ავტოსადგურის მშენებლობა ქალაქ ტყიბულში, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც თანამედროვე სატრანსპორტო და კომერციული ჰაბი. ობიექტი უზრუნველყოფილი იქნება მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურითა და სერვისებით, მათ შორის:
• მოსაცდელი დარბაზი და საინფორმაციო ცენტრი
• დედათა და ბავშვთა სივრცე
• მძღოლთა მოსასვენებელი ზონა
• ცუფრული მომსახურებები
• სამედიცინო კაბინეტი და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა,”-აცხადებენ ავტოსადგურ “ოკრიბა”-ში.

















