რეკლამა

"რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ამბროლაურის მერიასთან აქციას გამართავს

"რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ამბროლაურის მერიასთან აქციას გამართავს


11 ნოემბერს, მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ამბროლაურის მერიასთან აქციას გამართავს. 

"როგორც იცით, სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ ჩაშლილი საჯარო შეხვედრის შემდეგ, ოთხშაბათს, 1 ნოემბერს საბოლოოდ შევხვდით გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რისი ამსახველი 6 საათიანი ვიდეომასალაც ჩვენს გვერდზე პირდაპირ გადაიცემოდა.

ჩვენ მათ წარვუდგინეთ სამონადირეო ლეცენზიის გაუქმებისა და სახელდახელოდ შექმნილი დაცული ტერიტორიის სტატუსის გადახედვის კანონიერი საფუძველი. საათების განმავლობაში მიმდინარე მსჯელობამ დაგვარწმუნა, რომ სამინისტრო ქმედით ცვლილებებს არცერთ შემთხვევაში არ გეგმავს, თუმცა, გვთხოვეს, წერილობით მიგვემართა მათთვის და ოფიციალურ პასუხს დავლოდებოდით.

3 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოში ოფიციალური წერილები შევიტანეთ. თანდართული დოკუმენტაცია, ვიდეო თუ აუდიო მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სამონადირეო ლიცენზია მოსახლეობისგან მალულად, მათი ნებისა და ინტერესების გაუთვალისწინებლად, გაყალბებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაიცა. 

კიდევ ერთხელ მივმართავთ სამინისტროსა და სააგენტოს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ კარვებში პროტესტის სირთულე, მიმდინარე დაძაბულობის ხარისხი და დროულად მოგვაწოდოთ პასუხი იმ არგუმენტებზე, რომელიც შეხვედრაზე უკვე გაგაცანით. ჩვენი აზრით, ერთი სამუშაო კვირა ამისთვის სავსებით საკმარისია. ამიტომ,  11 ნოემბერს, 15:00-ზე მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ამბროლაურის მერიასთან აქციას გამართავს, რათა მოვისმინოთ სამინისტროს პოზიცია.

ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას  ამ უკანონო და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების გაუქმებისთვის,"-აცხადებენ მოძრაობაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები