რეკლამა

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება-ინფორმაცია მძღოლებისთვის

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება-ინფორმაცია მძღოლებისთვის

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და პარკინგი დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 დეკემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მთავრობის ადმინისტრაციისა და ქალაქის მერიის ორგანიზებით, მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიის ფარგლებში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს უკავშირდება.

"აღნიშნული ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის,  დროებით შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და პარკირება:  21 დეკემბრის  24 :00 საათიდან 23 დეკემბრის 23:00 საათამდე  -  ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე (საჯარო ბიბლიოთეკის შენობამდე) და კოლუმბია-მისურის ქუჩაზე;

  22 დეკემბრის 10:00 საათიდან  24 დეკემბრის 03:00 საათამდე  -  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (გელათის ქუჩის დასაწყისი, მაკდონალდსის და ლადო მესხიშვილის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორია);  23 დეკემბრის 15:00 საათიდან  ღონისძიების დასრულებამდე -  ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.

შესაბამისად, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოქმედი სვლაგეზები: წრიული მარცხენა სვლაგეზი (1L)  -  თამარ მეფის ქუჩა, ფანჯიკიძის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი, რუსთაველის გამზირი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, ლადო ასათიანის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, წერეთლის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა.  წრიული მარჯვენა სვლაგეზი (1R) იმოძრავებს ჩვეული გრაფიკით.

 N3 სვლაგეზი - აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, მობრუნდება გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე   (კ/თ „საქართველო“). N 41 სვლაგეზი - აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩის ნაცვლად, მობრუნდება გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე (კ/თ „საქართველო“).  N 4 სვლაგეზი - წერეთლის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი, რუსთაველის გამზირი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა, ბუხაიძის ქუჩა, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, ავტომშენებლის გამზირი. ავტომშენებლის გამზირიდან  წერეთლის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს არსებული გრაფიკით.

N 5 სვლაგეზი - წერეთლის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი. ხოლო წითელი ხიდიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩამდე იმოძრავებს არსებული გრაფიკით. N 6 სვლაგეზი - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს რუსთაველის გამზირიდან გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, დავით და კონსტანტინეს ქუჩის გავლით, ჯაჭვის ხიდისკენ, შემდეგ ვარლამიშვილის მოედანზე, აქედან კი გუმათის დასახლებამდე არსებული გრაფიკით.

N 10 სვლაგეზი - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე წითელი ხიდით, შემდეგ - სულხან-საბას გამზირით, არსებული გრაფიკის შეუცვლელად. N 19 სვლაგეზი - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წერეთლის ქუჩაზე, მანდარიას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, საფიჩხიის მოედანი, 26 მაისის ქუჩა, მერაბ კოსტავას ქუჩა, მარი ბროსეს ქუჩა, ვარლამიშვილის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, აქედან კი ნიკეას ქუჩამდე  არსებული გრაფიკით.

 N 20 სვლაგეზი - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს რუსთაველის ქუჩა,  გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, წითელი ხიდი, თაბუკაშვილის ქუჩაზე კი დაბრუნდება  არსებული გრაფიკით. N 106 სვლაგეზი (M2 კატეგორია) - იმოძრავებს ნაცვლად აღამაშენებლის მოედნისა, რუსთაველის გამზირი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, დავით და კონსტანტინეს ქუჩა, ჯაჭვის ხიდი, ვარლამიშვილის მოედანი, გუმათის დასახლებამდე კი დადგენილი გრაფიკით.

N 126 სვლაგეზი (M2 კატეგორია) - რუსთაველის გამზირიდან, აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად, იმოძრავებს გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გავლით,  წითელ ხიდამდე. N 133 სვლაგეზი (M2 კატეგორია) - აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად, იმოძრავებს ვარლამიშვილის ქუჩაზე, მარი ბროსეს ქუჩის გავლით, გელათის ქუჩაზე.

 N 141 სვლაგეზი (M2 კატეგორია) - დავით აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად, ვარლამიშვილის ქუჩიდან იმოძრავებს მარი ბროსეს ქუჩის გავლით გელათის ქუჩის მიმართულებით, 26 მაისის ქუჩაზე და სვლას განაგრძობს არსებული გრაფიკით.  უკან დაბრუნდება საფიჩხიის მოედნით, 26 მაისის ქუჩის გავლით, გელათის ქუჩაზე და მარი ბროსეს ქუჩის გავლით ვარლამიშვილის ქუჩაზე,"-ნათქვამია ქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები