რეკლამა

ვანში, მწვანილით მოვაჭრის სახლიდან ფული და კილოგრამამდე ოქრო წაიღეს

ვანში, მწვანილით მოვაჭრის სახლიდან ფული და კილოგრამამდე ოქრო წაიღეს

სამართალდამცავები ვანის სოფელ სულორში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტს იძიებენ. 

დაზარალებულის თქმით, ოთხმა შეიარაღაბულმა პირმა მისი სახლიდან 58 000 ლარი, 13 000 დოლარი და ერთ კილოგრამამდე ოქრო წაიღო. 53 წლის ქალი ამბობს, რომ წლებია ვანის ბაზარში მწვანილით ვაჭრობს და ფულს სახლის საყიდლად აგროვებდა.

"27 წელია ვწვალობ ამ ბაზარში და ერთ დღეში დავკარგე ყველაფერი. დაიჭირონ დამნაშავეები და ჩემი რაც იყო, დამიბრუნონ. გვცემეს მე, ჩემი შვილი და ჩემი რძალი. სახეზე ნიღბები ეკეთათ. ოთახში ჩაგვკეტეს ჩვენ და სახლის ჩხრეკა დაიწყეს. ფულს კარადაში ვინახავდი,"-ამბობს მზია პაიკიძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები