TOPNEWS » მთავარი თემა » ვანში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

ვანში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

ვანში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ვანის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება გაიმართა.

დაჯილდოების ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა,  ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ივანე კორძაძემ.  

მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვის დაჯილდოვდნენ პედაგოგები:

სვეტლანა შარაშენიძე (შუამთის საჯარო სკოლა)
ინული კიკვაძე (ქ.ვანის მე-2-ე საჯარო სკოლა)
ნესტან კაკაურიძე (ამაღლების საჯარო სკოლა)
ხათუნა ღლონტი (სულორის საჯარო სკოლა)
თამარ ცინცაძე (შუაგორას საჯარო სკოლა).

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu