TOPNEWS » კულტურა » ქუთაისში კონკურსი “ეთნოგრაფიული ესკიზები” ჩატარდა

ქუთაისში კონკურსი “ეთნოგრაფიული ესკიზები” ჩატარდა

ქუთაისში კონკურსი “ეთნოგრაფიული ესკიზები” ჩატარდა

ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“  ორგანიზებით,  ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმშისაგანმანათლებლო კონკურსი “ეთნოგრაფიული ესკიზები“ ჩატარდა.

კონკურსში ქალაქ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსზე წარმოდგენილი იყო მუზეუმის ეთნოგრაფიის ფონდში დაცული,  ისტორიული და მხატვრული ღირებულების შედევრები. მოსწავლეებმა  ნატურიდან გრაფიკული ასლი შექმნეს.

კონკურსის  ჩატარება უზრუნველყო  გაერთიანების განათლების განყოფილებამ (განყოფილების უფროსი მაყვალა ქობულაძე) და   ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულმა  მუზეუმმა ( დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნონა ქარციძე).

ღონისძიებას დაესწრნენ: ქუთაისის მერის მოადგილე შალვა მშვილდაძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე კობა ფხაკაძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბიქტორ გვეტაძე, გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი, გაერთიანების მმართველის მოადგილე ელისო ქაროსანიძე. გაერთიანების კულტურის განყოფილების უფროსი თამარ რეხვიაშვილი

გამარჯვებულების გამოვლენა,საუკეთესო ნაშრომების გამოფენა და დაჯილდოება გაიმართება მ/წლის 16 დეკემბერს, 15:00 საათზე,  ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.

ჟიურის მიერ გამოვლინდება სამი საუკეთესო ნამუშევარი. ასევე, მუზეუმისა და გაერთიანების ,,რჩეულები’’. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu