TOPNEWS » მთავარი თემა » დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლა იმერეთში ტურნეს აგრძელებს
დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლა იმერეთში ტურნეს აგრძელებს
ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალი - გ. დარახველიძის სახელობის ხელოვნების სკოლა ახალი საკონცერტო პროგრამით იმერეთის მასშტაბით ტურნეს აგრძელებს.
ამჯერად სკოლას სამტრედიის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ სკოლის საკონცერტო ჯგუფები ქორეოგრაფიული და ფოლკლორული მიმართულებით. კონცერტს სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მომდევნო კონცერტი 28 მაისს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში გაიმართება. პროექტის მხარდამჭერია იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.





