რეკლამა

ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენის მიზნით, წერეთლის უნივერსიტეტში კონკურსი ჩატარდა

ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენის მიზნით, წერეთლის უნივერსიტეტში კონკურსი ჩატარდა

აკაკი სახელმწიფო უნივერსიტეტში მეთერთმეტეკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის მათემატიკაში კონკურსი ჩატარდა. 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი და მათემატიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსში 150 აბიტურიენტი მონაწილეობდა.  

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, კონკურსის  მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები და ხელი შეუწყოს მათ შემდგომ წინსვლას.

"პირველ ოცეულში მოხვედრილ კონკურსანტებს გადაეცემათ სერტიფიკატები. აბიტურიენტები, რომლებიც მიმდინარე წელს ჩაირიცხებიან აწსუ-ს მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე, ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში გადალახული ექნებათ 30% ბარიერი და აღნიშნული კონკურსის რანჟირებული სიის მიხედვით აღმოჩნდებიან I-III ადგილზე, სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ ფულად წახალისებას შესაბამისად 200, 150 ან 100 ლარის ოდენობით,"-აცხადებენ წერეთლის უნივერსიტეტში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები