მსოფლიო ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს მშობლიურ ვანში დახვედრა მოუწყვეს.
სოფელ სულორში დვალიშვილს გამარჯვება მიულოცეს და მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. სპორტსმენთან შეხვედრას და მისთვის გამარჯვების მილოცვას ყველა თაობის ადამიანი ცდილობდა.
როგორც გულშემატკივრები აცხადებენ, ისინი ბედნიერები არიან სპორტსმენის წარმატებით. ამბობენ იმასაც, რომ დვალიშვილისგან მსგავს წარმატებას ელოდნენ. თავად სპორტსმენის თქმით, ის მადლობელია მისი კუთხის და მისი მუნიციპალიტეტის, რომელიც უცხო მიწაზე ბრძოლის ძალას აძლევს.
"სამშობლოში ჩამოსვლა და ჩემს სოფელში ჩამოსვლა ნოსტალგიურია. მადლობელი ვარ ჩემი კუთხის, ჩემი სოფლის, ჩემი რაიონის, რომ უცხო ქვეყანაში ძალას მაძლევს, რომ ვიბრძოლო ბოლომდე,"-ამბობს მერაბ დვალიშვილი.