რეკლამა

ვანში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

ვანში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გოჩა ჭუბაბრიამ და ვლადიმერ ხელაძემ მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა. ომში საქართველოდან 700 000 ჩვენი თანამემამულე წავიდა, მათგან მხოლოდ ნახევარი დაბრუნდა უკან.

  1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები