"გამჭვირვალობის" შესახებ სადაო კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან შეკრებას და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან შეხვედრას გეგმავენ.
"დღეს, 4 მაისს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ქრისტიანული სამყაროსთვის უდიდეს და ერთ-ერთ საკვანძო - აღდგომის ბრწყინვალე, დღესასწაულს აღნიშნავს.
ვიცით, როგორ ელოდებიან ამ დღესასწაულს ადამიანები წლიდან წლამდე. მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ უწევს რუსიფიკაციაზე უარის თქმა, უფლება არ გვაქვს ბრძოლის შეჩერების.
ჩვენ ვიცით, ჩვენ გვახსოვს, ჩვენ არ დავივიწყებთ ისტორიული მტრის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას.
ჩვენ მტერთან არდანებების ისტორიული მაგალითი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა - ამბროსი ხელაიამ, მოგცვა:
„სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის,
გული ჩემი სამშობლოს,
მძორი, ჯალათებო - თქვენ
და რაც გინდათ ის უყავით მას.“
გელოდებით 4 მაისს, 21:00 სთ.-ზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე (მესხიშვილის თეატრის წინ).
22:00 სთ.-დან გადავინაცვლებთ ერთიანი საქართველოს სიმბოლოსთან - ბაგრატის ტაძართან, რათა ერთად აღვნიშნოთ აღდგომის დღესასწაული,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.