რეკლამა

ხელისუფლების წარმომადგენლები ხონის სოფელ გორდში მცხოვრებ მეწარმეებს შეხვდნენ

ხელისუფლების წარმომადგენლები ხონის სოფელ გორდში მცხოვრებ მეწარმეებს შეხვდნენ

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდი და ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე  სოფელ გორდში მცხოვრებ მეწარმეებს შეხვდნენ, რომელთა საქმიანობაც ტურიზმის სექტორს უკავშირდება.

ხონის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღნიშნულ სექტორში არსებულ გამოწვევებს და მათი მოგვარების გზებს, ასევე, სიახლეებს, გეგმებს, პროექტებსა და პროგრამებს, რომელთა განხორციელებასაც დაცული ტერიტორიების სააგენტო სოფლებში გორდსა და კინჩხაში უახლოეს მომავალში გეგმავს.

"შეხვედრა ძირითადად კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მეწარმეებმა ყველა საკითხთან მიმართებაში ამომწურავი პასუხხები მიიღეს,"-აცხადებენ მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები