TOPNEWS » მთავარი თემა » 67-მა ქუთაისელმა აბიტურიენტმა სახელმწიფოსგან სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა

67-მა ქუთაისელმა აბიტურიენტმა სახელმწიფოსგან სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა

67-მა ქუთაისელმა აბიტურიენტმა სახელმწიფოსგან სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის  100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა.

წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად,  67-მა ქუთაისელმა აბიტურიენტმა მოიპოვა სახელმწიფოსგან სწავლის სრული დაფინანსება. ისინი სწავლას აგრძელებენ როგორც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე, საზღვარგარეთაც.

გრანტოსნებს  ქუთაისის მერიისგან 1000-1000 ლარი გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიაში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი  დავით ერემეიშვილი,  მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ქუთაისის მუნიციპალიტეტში 100%--იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს 2023 წლიდან აჯილდოებენ.  ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის,  სპორტის,  განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu