ქუთაისში, გორკის ქუჩის 18 ნომერში
არსებული კედელი ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა, რამაც პრობლემა რამდენიმე ოჯახს შეუქმა. უხვი ნალექის დროს ქუჩაში მეწყერული მასა გადმოედინება, რომელიც დაბლობში მცხოვრები მობინადრეების საკარმიდამო ეზოებში ილექება.
უქიმერიონის მაჟორიტარი დეპუტატი ამირან კოპალეიშვილი დღეს გორკის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
"ამირან კოპალეიშვილი დეტალურად გაეცნო მათ პრობლემას და ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, დახმარებას დაპირდა,"-აცხადებენ ქალაქის საკრებულოში.