TOPNEWS » მთავარი თემა » ვანში “დინამო თბილისის აკადემიის საფეხბურთო სკოლა” იხსნება

ვანში “დინამო თბილისის აკადემიის საფეხბურთო სკოლა” იხსნება

ვანში “დინამო თბილისის აკადემიის საფეხბურთო სკოლა” იხსნება

ვანის მუნიციპალიტეტის მერიასა და საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის აკადემიის საფეხბურთო სკოლას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და „დინამო თბილისის“ აკადემიის დირექტორმა ლევან გვანცელაძემ მოაწერეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გოჩა ჭუბაბრია და ვლადიმერ ხელაძე, პროექტის მენეჯერი გია ისიანი, რეგიონალური კოორდინატორი თენგიზ კაცია და ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის სამსახურისა და ააიპ სასპორტო დაწესებულების ხელმძღვანელები.

საფეხბურთო სკოლის ფუნქციონირება მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაციას, 6-12 წლამდე ასაკობრივი გუნდების შექმნას და ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენას. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ადგილობრივი მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლება, სამწვრთნელო მეთოდოლოგიის დანერგვა, შიდა და საერთაშორისო ტურნირებსა თუ საფეხბურთო ფესტივალებში მონაწილეობის მიღება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu