TOPNEWS » დღის მთავარი ამბავი » ცაგერის კულტურის ცენტრის პროექტირება იწყება
ცაგერის კულტურის ცენტრის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ცაგერის კულტურის ცენტრის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტირებაზე ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროსთან გაფორმდა.
პროექტის მიზანია ცაგერის კულტურის ცენტრის ისტორიული შენობის შენარჩუნება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მისი სრული განახლება.





