რეკლამა

4 დღე ელექტროენერგიის გარეშე-სოფელ ზოდში დახმარებას ითხოვენ

4 დღე ელექტროენერგიის გარეშე-სოფელ ზოდში დახმარებას ითხოვენ

ჭიათურის სოფელ ზოდში დახმარებას ითხოვენ. მეოთხე დღეა სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

როგორც ჭიათურის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, დიდთოვლობის გამო, მუნიციპალიტეტის 32 სოფელი, მათ შორის ქალაქი ჭიათურა ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. 

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში "ენერგო პრო ჯორჯია"-ს ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. 

"გათიშული სოფლები ეტაპობრივად ერთვება და სოფელ ზოდსაც უახლოეს პერიოდში აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება,"-აცხადებენ ჭიათურის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები