TOPNEWS » მთავარი თემა » დიდთოვლობამ და უამინდობამ დამატებითი პრობლემები შექმნა ვანის მუნიციპალიტეტში
დიდთოვლობამ და უამინდობამ დამატებითი პრობლემები შექმნა ვანის მუნიციპალიტეტში
დიდთოვლობამ და უამინდობამ დამატებითი პრობლემები შექმნა ვანის მუნიციპალიტეტში. დაზიანდა ელექტრო გადამცემი სადენები, რის გამოც რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.
მერიის შესაბამისი სამსახურები, "ენერგო პრო ჯორჯია" და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ პრობლემების აღმოსაფხვრელად.
“სპეც ტექნიკა მუშაობს, რომ სოფლების ცენტრებამდე მისასვლელი გზები გაიწმინდოს და მოსახლეობამ გადაადგილება შეუფერხებლად შეძლოს,”-აცხადებენ ვანის მერიაში.

















