რეკლამა

ჭიათურაში კლდეზე ცოცვის ფესტივალი გაიმართა

ჭიათურაში კლდეზე ცოცვის ფესტივალი გაიმართა

 ჭიათურაში, „საშევარდენოს კლდეზე“, ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ცნობილი მთამსვლელისა და მეკლდეურის, გოდერძი სამხარაძის სახელობის კლდეზე ცოცვის ფესტივალი გაიმართა.

ასპარეზობაში  მეკლდეურები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდან მონაწილეობდნენ.

ტურნირს, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა მხარდაჭერით და სვერის სათავგადასავლო ბანაკის ორგანიზებით გაიმართა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძე დაესწრნენ, რომლებმაც ასევე ფესტივალის დახურვის ცერემოანიალზე გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

გოდერძი სამხარაძის მეკლდეურთა ტურნირი ტრადიციულია.
ცნობილ ალპინისტს არაერთი მწვერვალი აქვს დაპყრობილი,მათ შორის: მწვერვალი იალბუზი ლეგენდარულ მიხეილ ხერგიანთან და მყინვარწვერი- „ალპინიზმის დედად“ წოდებულ ალექსანდრა ჯაფარიძესთან ერთად.


ტეგები:

Facebook - კომენტარები