სოფელ ჭორვილის საჯარო სკოლას იმერეთის რეგიონში ყველაზე მეტი ნებაყოფლობითი წვევამდელი ჰყავს
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილის საჯარო სკოლას, იმერეთის რეგიონში ყველაზე მეტი ნებაყოფლობითი წვევამდელი ჰყავს. ამ შედეგით სკოლამ იმერეთის დიდი ქალაქების სკოლებს ბევრად გადააჭარბა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სკოლას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩხიკვაძე, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ცენტრის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ვახტანგ ლომთაძე, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ცენტრის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების საჩხერის მუნიციპალური განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი როინი მაჭარაშვილი, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა -ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ცენტრის მასტერ-სერჟანტი გიორგი მელიქიძე ეწვივნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობისა და ზემონახსენები ცენტრის წარმომადგენლები სკოლის დირექციასა და პედაგოგებს შეხვდნენ. მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს მოსწავლეების პატრიოტებად აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის. სკოლას სამახსოვრო სამადლობელი დაფა გადაეცა.





