TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის მერია საახალწლოდ დახმარებებს გასცემს

ხარაგაულის მერია საახალწლოდ დახმარებებს გასცემს

ხარაგაულის მერია საახალწლოდ დახმარებებს გასცემს

ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მერიის მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს სათბობი მასალების უზრუნველყოფის კომისიის ფუნქციონირების საკითხზე. კომისიამ მუშაობა ოფიციალურად დაიწყო და იმუშავებს როგორც დაბის, ასევე მიმდებარე სოფლების მასშტაბით. უკვე მიღებულია მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც ეტაპობრივად განიხილება, რათა განისაზღვროს ოჯახების საჭიროებები და დადგინდეს მათთვის სათბობი მასალის შესაძენად საჭირო ფინანსური დახმარების ოდენობა.

“კომისიის მიზანია, თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური შეფასება, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილებები დახმარების გაწევის ფორმატსა და მოცულობაზე. როგორც შეხვედრაზე ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დახმარების პროცესი იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი და დროული, რათა ოჯახებმა სათბობი მასალის შეძენა ზამთრის სეზონის დაწყებამდე შეძლონ.

ამასთან, მერის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საახალწლო დახმარებების პროგრამაზე. მერის წარმომადგენლებმა მიიღეს დავალება, ბენეფიციარების ობიექტური შერჩევის მიზნით, უზრუნველყოფილი იქნას განცხადებების დროული მიღება,”-ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu