რეკლამა

რა ეტაპზეა საჩხერისა და ხარაგაულის დამაკავშირებელი უმოკლესი გზის მშენებლობა?

რა ეტაპზეა საჩხერისა და ხარაგაულის დამაკავშირებელი უმოკლესი გზის მშენებლობა?

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიჩიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურამდე, ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ, საჩხერის მუნიციპლიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს. 

პროექტი სოფელი ლიჩიდან სოფელ ნადაბურამდე 8.8 კილომეტრიანი საავტომობილო გზის, მასზე ორი სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას და ასევე მდინარე ძირულაზე ახალი  სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ითვალისწინებს. 

პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9.87 მილიონი ლარით ფინანსდება, შიდა სახელმწიფოებირივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონისა და საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-სენაკი-ლესელიძის“ ცენტრალურ მაგისტრალებს დააკავშირებს. 
თავის მხრივ აღნიშნული გზა ორი მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებს აკავშირებს არამარტო ერთმანეთთან არამედ მუნიციპალიტეტის ცენტრებთან. ეს უკანასკნელი კი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალური და ეკონომიკური წინსვლისთვის. 

აღნიშნული გზის მშენებლობის ინიციატივა ბატონ პაატა კვიჟინაძეს ეკუთვნის, ხოლო უშუალოდ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ამ დროისათვის გზის მშენებლობა დასრულების ფაზაშია.


ტეგები:

Facebook - კომენტარები