TOPNEWS » მთავარი თემა » სოფელ ღვანკითში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ ღვანკითში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ ღვანკითში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებულ სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი გაეცნო.

სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლა 360 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულება სრულად აღიჭურვა თანამედროვე საკლასო სივრცეებით, შიდა და გარე სპორტული მოედნებით. შენობა უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციით: გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ახალი სისტემებით, რაც სასწავლო პროცესის უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

სკოლების პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან გადმოეცა და სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც მომავალ თაობებს ხარისხიანი განათლების მიღების, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული და ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu