TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის მერმა სტიქიის ზონა სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა

ხარაგაულის მერმა სტიქიის ზონა სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა

ხარაგაულის მერმა სტიქიის ზონა სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა

ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის წარმომადგენლებთან ერთად, დამეწყრილ სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში იმყოფებოდა. სპეციალისტებმა მდინარე ყარნებაზე არსებული წყლის შეგუბების კერა კიდევ ერთხელ დაათვალიერეს და მიმდინარე პროცესები დეტალურად შეაფასეს. 

დამატებით განხორციელდა სოფელ ხემაღალსა და ღვერკში არსებული ვითარების შესწავლა. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე დაგუბებული წყლის მოცულობა არ წარმოადგენს კრიტიკულ მასას და არ ქმნის მომეტებულ საფრთხეს არც მოსახლეობისთვის და არც მიმდებარე ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის — რკინიგზისა და საავტომობილო გზისთვის.

სპეციალისტების ინფორმაციით, მდგომარეობა სტაბილურია — წყლის დონე, კლიმატური პირობების ცვლილების მიუხედავად უცვლელია. კალაპოტი, რომელიც მდინარის ბუნებრივი გამოდინების უზრუნველსაყოფად გაიჭრა, ფუნქციონირებს სრულად და დამატებით გაფართოებულია, რაც ზრდის გამტარუნარიანობას. 

მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სისტემატური მონიტორინგი როგორც მუნიციპალიტეტის, ისე შესაბამისი უწყებების მხრიდან.

„მდინარის დონე სტაბილურია, გამტარი არხი გაფართოებულია და ფუნქციონირებს შეუფერხებლად. მუნიციპალიტეტი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს დაკვირვებას. ამ ეტაპზე საგანგაშო ტენდენციები არ იკვეთება,  ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები“, - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu