TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხში, ჩოლურის თემში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ლენტეხში, ჩოლურის თემში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ლენტეხში, ჩოლურის თემში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან ლიპარტელიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიები დაათვალიერა.

ამ ეტაპზე, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა მიმდინარეობს.

30 სექტემბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ჩოლურის თემში პრობლემები შექმნა.

მდინარე მუხრის ადიდების შედეგად დაზიანდა სოფელ ტვიბის მიმართულებით მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. ამ დროისთვის სოფელთან მისასვლელად ალტერნატიული გზა მოქმედებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu