TOPNEWS » მთავარი თემა » ტყიბულში ახალი სტადიონის პროექტირება დაიწყო

ტყიბულში ახალი სტადიონის პროექტირება დაიწყო

ტყიბულში ახალი სტადიონის პროექტირება დაიწყო

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირება დაიწყო.

პროექტი არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ 4500 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენებას ითვალისწინებს.

ტყიბულის ახალ სტადიონზე მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები, დოპინგ-კონტროლის სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და მედიაცენტრი.

გარდა ამისა, ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობა და სტადიონის აღჭურვა უსაფრთხოების, განათების, გახმოვანებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო თანამედროვე სისტემებით.

ტყიბულის სტადიონის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

ახალ სტადიონზე შესაძლებელი იქნება როგორც სპორტული, ისე კულტურული და საზოგადოებრივი აქტივობების ჩატარება. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu