TOPNEWS » მთავარი თემა » 101 წლის ქალი ვანის სოფელ ტობანიერიდან
101 წლის ქალი ვანის სოფელ ტობანიერიდან
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში მცხოვრები ემელინა მინაშვილი 101 წლის გახდა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე ტობანიერის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად იუბილარს ესტუმრნენ, დაბადების დღე მიულოცეს, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.
ემელინა მინაშვილს 2 შვილი, 3 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი ჰყავს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ იუბილარს საჩუქრად 2000 ლარი გადასცა.





