რეკლამა

რა გელოდებათ ცაგერში, წლის მთავარ საახალწლო ღონისძიებაზე?

რა გელოდებათ ცაგერში, წლის მთავარ საახალწლო ღონისძიებაზე?

ცაგერი  წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც  საქართველოს მთავრობის  ორგანიზებით იმართება.

რუსთაველის ქუჩაზე 15:00 საათიდან დაიწყება საახალწლო ღონისძიება. ამ დროისთვის ადგილზე აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. 
 
საახალწლო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში,   დატვირთული პროგრამა ელოდებათ.

მოეწყობა ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება  საბავშვო  სივრცე, ზღაპრის გმირების მსვლელობა.
ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი.

17:30 საათიდან დაიწყება გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას პოპულარული შემსრულებლები მიიღებენ: 
ნათია დევდარიანი, თათია დევდარიანი, მირზა მოდებაძე, სოფო პაპუაშვილი
ზუკა ხუციშვილი და ბენდი.
წამყვანი ნანა ცხვირაიშვილი.

18: 30 საათზე საზეიმოდ აინთება  ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები