TOPNEWS » მთავარი თემა » წერეთლის უნივერსიტეტში სწავლა 2 000-მდე პირველკურსელმა დაიწყო

წერეთლის უნივერსიტეტში სწავლა 2 000-მდე პირველკურსელმა დაიწყო

წერეთლის უნივერსიტეტში სწავლა 2 000-მდე პირველკურსელმა დაიწყო

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის დაწყება ტრადიციულად საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. ღონისძიებას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საპატიო სტუმრები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მიმდინარე წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2000-მდე პირველკურსელი შეემატა. მათ შორის განსაკუთრებით მაღალია იმ ახალგაზრდების ხვედრითი წილი, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები მაღალი აკადემიური შედეგებით ჩააბარეს. 

ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პირველკურსელებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო აკადემიური შედეგები აჩვენეს. მათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტის ერთგული პარტნიორების - „თიბისი ბანკისა“ და სადაზღვევო კომპანია „არდის“ - სპეციალური  საჩუქრები გადაეცათ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu