რეკლამა

სამტრედია იაპონიის ქალაქ მიტოიოს დაუმეგობრდა

სამტრედია იაპონიის ქალაქ მიტოიოს დაუმეგობრდა

სამტრედიაში იაპონიიდან დელეგაცია იმყოფება. ქალაქ მიტოიოს წარმომადგენლობა ქალაქში მესამე ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანს სამტრედიისა და მიტოიოს დამეგობრება წარმოადგენს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი კულტურის, ისტორიის და მაღალტექნოლოგიური განვითარების მქონე ქვეყანასთან ურთიერთობა, როგორიცაა იაპონია. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენი სტუმრები გამოხატავენ უდიდეს ინტერესს სამტრედიის მიმართ, ყურადღებას ამახვილებენ ჩვენს ქალაქში არსებული გოგირდოვანი წყლების პოტენციალზე და ევროპა-აზიის გზაგასაყარზე საკურას კულტურის დამკვიდრებაზე,"-ამბობს სამტრედიის მერი დავით ბახტაძე.

იაპონელი სტუმრები სამტრედიაში რამდენიმე დღე დარჩებიან და სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის,  ერთ-ერთი აქტოვობა იაპონური ხის ჯიშის, საკურას გაშენებაა, რომლებიც იაპონელმა სტუმრებმა სამტრედიას გადასცეს საჩუქრად.
იაპონელ სტუმრებს  მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ, ქართული კულტურის გამომხატველი სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები