გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გეგმავენ
გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი უწყებისგან მათი აქციით დაინტერესებას ითხოვენ.
“ვინც თვალს გვადევნებთ, იცით, რომ გვაქვს მაღაროელთა 268-დღიანი უწყვეტი პროტესტი. გვყავს 4 თანამებრძოლი, რომლებიც უსამართლოდ, უკანონო მუხლით არიან დაკავებულები და უკვე 8 თვეა იხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენიათ.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, 25 ნოემბერს, 1-ელ საათზე აქციას ვმართავთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, იმ უწყებასთან, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ამჟამინდელ ყოფაზე. გიწვევთ ტელევიზიებს, რათა გააშუქოთ ობიექტირი რეალობა ჭითურელთა პროტესტის შესახებ.
ამ ყველაფრისთვის გვესაჭიროება ფინანსური მხარდაჭერა.
ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, გიზიარებთ ანგარიშის ნომერს.
მიმღები ორგანიზაცია: ჭიათურის მშრომელთა კავშირი.
#GE40BG0000000604733786GEL,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.





