TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საკრებულოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას გამართავს
ქუთაისის საკრებულოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას გამართავს
ქუთაისის საკრებულოს ინიციატივით, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. განხილვა 24 ნოემბერს, 12:00 საათზე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში იგეგმება.
საკრებულოს ინფორმაციით, 2026 წლის ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.
“მოქალაქეების მხრიდან გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის კორექტირებისას. ქუთაისის მერიამ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი პროცედურების დაცვით, საკრებულოს განსახილველად მიმდინარე წლის 14 ნოემბერს გადასცა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომისიური განხილვა. 25 ნოემბერს კი კომისიური და საჯარო განხილვის შედეგად შემუშავებული შენიშვნებით, ბიუჯეტი შემდგომი განხილვისთვის მერიას დაუბრუნდება,”-აცხადებენ ქალაქის საკრებულოში.





