TOPNEWS » სპორტი » ქართული სპორტის ლეგენდარული მოჭიდავე გარდაიცვალა

ქართული სპორტის ლეგენდარული მოჭიდავე გარდაიცვალა

ქართული სპორტის ლეგენდარული მოჭიდავე გარდაიცვალა

ქართული სპორტის ლეგენდარული მოჭიდავე, ზესტაფონის საპატიო მოქალაქე, მიხეილ სალაძე გარდაიცვალა.

მიხეილ სალაძე იყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო უნივერსიადის სამგზის და სსრკ-ის ოთხგზის ჩემპიონი, არაერთი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი და პრიზიორი, სპორტის რაინდი, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.

“მიხეილ სალაძის სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ჭიდაობისა და სპორტული სამყაროს ისტორიაში, როგორც სიმტკიცის, ღირსებისა და პროფესიონალიზმის სიმბოლო.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სპორტულ საზოგადოებას,”-ნათქვამია ზესტაფონის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu