რეკლამა

იმერეთში მასშტაბური საჯომარდო ფესტივალი გაიმართება

იმერეთში მასშტაბური საჯომარდო ფესტივალი გაიმართება

ყველაზე მასშტაბური საჯომარდო ფესტივალი საქართველოში იმერეთში გაიმართება. 

"24-25-26 მაისს!

საერთაშორისო საჯომარდო ფესტივალი იმერეთის 3 მდინარეზე: ჩხერიმელა, ცხენისწყალი და რიონი.  
ფესტივალი არის მულტიმუნიციპალური, მოიცავს 3 მუნიციპალიტეტს ხარაგაული, ხონი, ქუთაისი.  

შეჯიბრი სამდღიანია, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯომარდო კლუბებს, კორპორატიულ გუნდებს და ჯომარდობის მოყვარულებს.

მონაწილე გუნდში წევრების რაოდენობა განისაზღვრება 6 ადამიანით. მარშრუტი არის სამოყვარულო და ფესტივალში მონაწილეობის მიღება უფასოა.

თითოეულ მდინარეზე მოეწყობა 2-2 ჩექპოინტი. წინასწარ შეირჩევა ისტორიული ადგილები ან ბუნების ძეგლები ჩექპოინტების მოსაწყობად, სადაც გუნდებმა უნდა მოიპოვონ დამატებითი ქულები სახალისო სპორტული შეჯიბრებებით. 

ყოველდღიური დასაფარი მონაკვეთი იქნება 10-12 კილომეტრი. 

პირველ დღეს შეჯიბრი დაიწყება მდინარე ჩხერიმელაზე, მეორე დღეს ცხენისწყალზე და ბოლო დღე დაეთმობა მდინარე რიონს.

გამარჯვებული გამოვლინდება დაგროვებული ქულების მიხედვით. 

მონაწილე გუნდები 24 მაისს დილის 10:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ მარელისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სტარტი დაიწყება 11:00 საათზე. 

დღე 1  - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ჩეკპოინტი 1  - სტარტიდან 3 კმ.
ჩეკპოინტი 2 - სტარტიდან 7 კმ.
ფინიში დევებთან.

დღე 2 - ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძეძილეთი
ჩეკპოინტი 1  - სტარტიდან 3 კმ. სოფელი ნოღა
ჩეკპოინტი 2 - სტარტიდან 7 კმ. სოფელი ხიდი
ფინიში  - სოფელი მათხოჯი
სტარტზე შეკრება 10:00 სთ, დასაწყისი 11:00სთ.
ჩექპოინტზე გუნდებმა უნდა მოიპოვონ დამატებითი ქულები სახალისო სპორტული შეჯიბრებებით.

დღე 3 - ქუთაისის მუნიციპალიტეტი
სტარტი ჭომაში, შეკრება 10:00 სთ, დასაწყისი 11:00სთ.
ჩეკპოინტი 1  - ოქროს ჩარდახი
ფინიში  - აღმაშენებლის ხიდი
ჩექპოინტზე გუნდებმა უნდა მოიპოვონ დამატებითი ქულები სახალისო სპორტული შეჯიბრებებით. 

საჯომარდო ფესტივალის მონაწილეებს ადგილზე დახვდებათ ნავები და აღჭურვილობა, რასაც უზრუნველყოფენ ფესტივალის ორგანიზატორები. ასევე, თითოეულ ნავზე იქნება გამოცდილი ინსტრუქტორი. 

ნავებისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებას ერთი მდინარიდან მეორეზე უზრუნველყოფენ  ფესტივალის ორგანიზატორები, ხოლო გუნდები გადაადგილდებიან საკუთარი ტრანსპორტით. 

ასევე, ორგანიზატორების მიერ უზრუნველყოფილი იქნება ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტებში საღამოს ვახშამი, მუსიკალური გაფორმებით. 

საპრიზო ფონდი:
1 ადგილი - 1000 ლარი
2 ადგილი - 800 ლარი
3 ადგილი - 500 ლარი
გამარჯვებულს გადაეცემა გარდამავალი თასი. 

საბანაკე ადგილზე  განთავსების შემთხვევაში, სასურველია გუნდებს თან ჰქონდეთ კარავი, საძილე ტომარა და ქვეშაგები (პარალონი). სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მუნიციპალიტეტში არსებულ სასტუმრო სახლებში ან სასტუმროებში დარჩენა,"-ნათქვამია ანონსში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები