TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს

ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს

ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს

ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს. მოქმედმა მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და სამუშაოდ თბილისში გადადის.

"მადლობა მინდა გადავუხადო იოსებ ხახალეიშვილს თანამშრომლობისთვის და იმ წლებისთვის, როცა ერთად ვაკეთებდით ქალაქისთვის მნიშვნელოვან საქმეებს. წარმატება მას მომავალ საქმიანობაში, რომელიც აუცილებლად იქნება ჩვენი ქვეყნისა და ქალაქისთვის სასიკეთო.

მე ვრჩები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად, რაც დიდი პასუხისმგებლობაა ქალაქისა და ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ყველაფერს გავაკეთებ გუნდთან ერთად, რომ ქუთაისის განვითარების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს,"-ამბობს ერემეიშვილი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu