TOPNEWS » მთავარი თემა » ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში სასწრაფოს ექიმებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში სასწრაფოს ექიმებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში სასწრაფოს ექიმებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის რაიონულ სამსახურში იმყოფებოდა. 

"მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა. მათ შორის იყვნენ სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადის წევრები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, რეანიმაციული ღონისძიებებით, გულგაჩერებული მამაკაცი გადაარჩინეს. 

ჯანდაცვის მინისტრმა, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი როლი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანია,"-აცხადებენ უწყების პრესსამსახურში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu