რეკლამა

საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ქმედებასთან-წყალტუბოს პარკში საპირფარეშო დააზიანეს

საქმე გვაქვს მიზანმიმართულ ქმედებასთან-წყალტუბოს პარკში საპირფარეშო დააზიანეს

ვანდალიზმი წყალტუბოს ცენტრალურ პარკში. ადგილზე ახლადრეაბილიტირებული საპირფარეშო დააზიანეს.

"პარკი ქალაქის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს პარკის მოვლას, აქ არსებული რეკრეაციული ზონების მოწყობასა და გამწვანებას, ასევე პარკში არსებული ობიექტების მოწესრიგებას.  

 სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ახლადრეაბილიტირებული  საპირფარეშოს  დაზიანების ფაქტი,  რამაც სამართლიანად გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება. ბოლო პერიოდში, ასევე გახშირდა  ვანდალიზმის ფაქტები, დააზიანეს ძელსკამები, მწვანე ნარგავები, ბილიკები.

სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მიზანმიმართულ  დამაზიანებელ  ქმედებასთან. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს,  რომ  სიმართლის დასადგენად  და მსგავსი შემთხვევების აღმოფხვრის მიზნით, ყველაფერი გაკეთდება. ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის   რეაბილიტაციის პროექტი მალე დაიწყება.  პროექტის ღირებულება  20 მილიონი ლარია  და ითვალისწინებს  ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას,"-აცხადებენ წყალტუბოს მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები