TOPNEWS » მთავარი თემა » KIU წელს პირველად მიიღებს სტუდენტებს ორ ახალ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე- ფიზიკასა და არქიტექტურაზე

KIU წელს პირველად მიიღებს სტუდენტებს ორ ახალ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე- ფიზიკასა და არქიტექტურაზე

KIU წელს პირველად მიიღებს სტუდენტებს ორ ახალ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე- ფიზიკასა და არქიტექტურაზე

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ყველაზე მასშტაბურ ღია კარის დღეს უმასპინძლა!

ღია კარის დღის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია KIU-ს უნიკალურ საბაკალავრო პროგრამებზე, საგრანტო და გაცვლით პროექტებზე, დასაქმების შესაძლებლობებზე; შეხვდნენ პროგრამების ხელმძღვანელებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს; დაათვალიერეს კამპუსი და მოინახულეს უნივერსიტეტის ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 აკადემიურ წელს მნიშვნელოვანი სიახლეებითა და საერთაშორისო დონის საბაკალავრო პროგრამებით ხვდება. პროგრამების უმრავლესობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და ასევე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. 

KIU წელს პირველად მიიღებს სტუდენტებს ორ ახალ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე:

ფიზიკა; არქიტექტურა.

ახალი პროგრამების პარალელურად ასევე ცხადდება მიღება შემდეგ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე: 

✨მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები;

✨კომპიუტერული მეცნიერება;

✨მენეჯმენტი;

✨ფსიქოლოგია;

✨დიზაინი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს დახვდებათ 163 ჰექტარზე გაშლილი ეკოლოგიურად სუფთა საუნივერსიტეტო ქალაქი - თანამედროვე ლაბორატორიებითა და სასწავლო კორპუსებით, სრულად აღჭურვილი საცხოვრებელი კომპლექსითა და ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურით.

KIU-ს საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu