“პორტრეტი“-კონკურსი ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის

საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში გთავაზობთ კონკურსს “პორტრეტი“.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქალაქ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების VII-XI კლასის მოსწავლეებს.
კონკურსის ორგანიზატორია და ჩატარებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განათლების განყოფილება (მაყვალა ქობულაძე) და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელოვნების განყოფილება (კურატორი ნინო სარავა).
კონკურსი გულისხმობს მუზეუმის სახვითი ხელოვნების კოლექციაში დაცული ფერწერული პორტრეტიდან გრაფიკული ასლის შექმნას. კონკურსანტებს სამუშაო დრო განესაზღვრათ სამი ასტრონომიული საათი. ჟიურის მიერ გამოვლინდება სამი საუკეთესო ნამუშევარი. ასევე, მუზეუმისა და გაერთიანების “რჩეული”. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.
კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 29 მაისს, 15:00 სთ-ზე ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში. გამარჯვებულების გამოვლენა, საუკეთესო ნაშრომების გამოფენა და დაჯილდოება გაიმართება მ/წლის 1 ივნისს, 14 საათზე, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.