TOPNEWS » მთავარი თემა » “ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო გზაზე, 11-13 მარტს ტრანსპორტი შეფერხებით იმოძრავებს”

“ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო გზაზე, 11-13 მარტს ტრანსპორტი შეფერხებით იმოძრავებს”

“ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო გზაზე, 11-13 მარტს ტრანსპორტი შეფერხებით იმოძრავებს”

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა გზის საფარი დააზიანა, რის გამოც შეკეთებას საჭიროებს. 

“ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების სამუშაოები ჩატარდება 11-13 მარტს.
 
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაოების წარმოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით,”-აცხადებენ დეპარტამენტში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu