საჩხერის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,საჩხერლობა2024“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება.
გაიხსნა ბიზნესისა და ტექნოლოგიის აკადემიის საჩხერის ფილიალი.
თანამედროვე სტანდარტების გარემო სტუდენტის ყველა საჭიროებაზეა მორგებული. ადგილზე ფუნქციონირებს კვლევითი ლაბორატორია და საცხოვრებელი სტუდენტებისთვის.
აკადემიაში სწავლა შემდეგ სპეციალობებზე მიმდინარეობს: ფარმაცია, საექთნო საქმე, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიები, ვებტექნოლოგიები, ინფორმაციის ტექნოლოგია. აკადემიაში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
სასწავლებელში ასევე ფუნქციონირებს ქართული სტუმარ-მასპინძლობის სკოლა შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: ბართენდერი (ბარის ყოველდღიურ გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელი პირი), რესტორნის მომსახურე პერსონალი (მიმტანი), სასტუმროს დასუფთავების პერსონალი, სასტუმროს მასპინძელი (მიღება-განთავსება), ქართული და საერთაშორისო კერძების მომზადება.