რეკლამა

ჭიათურის 3 სოფელში 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

ჭიათურის 3 სოფელში 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

 ჭიათურის სოფლების -წინსოფელის, ჭილოვანისა და სკინდორის 24- საათიანი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. 

პროექტის მიხედვით, წინსოფელსა და ჭილოვანში უკვე დასრულებულია მაგისტრალური ქსელის მშენებლობა, სკინდორში კი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

რაც შეეხება რეზერვუარებს, ერთი მათგანი დასრულებულია, ორზე კი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სოფლები 24-საათიანი წყალმომარაგებით ამ დრომდე არასდროს სარგებლობდნენ. 

წინსოფელი, ჭილოვანი, სკინდორის 24- საათიანი წყალმომარაგების მიზნით 2 400 000 ლარია გამოყოფილი. 

სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები