რეკლამა

სამტრედიის სოფელ ვაზისუბანში, მოქალაქე დააკავეს, რომელიც მდინარე რიონზე აკრძალული ნივთიერების გამოყენებით თევზაობდა

სამტრედიის სოფელ ვაზისუბანში,  მოქალაქე დააკავეს, რომელიც მდინარე რიონზე აკრძალული ნივთიერების გამოყენებით თევზაობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. 

"სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში,  მდინარე რიონზე, მოქალაქე უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, აკრძალული საშუალების -  ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ მოპოვებული ჰქონდა დაახლოებით 10 კილოგრამი თევზი. 

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა,"-აცხადებენ დეპარტამენტში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები