TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხიდან უშგულისკენ მიმავალ გზაზე დროებით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
ლენტეხიდან უშგულისკენ მიმავალ გზაზე დროებით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
ლენტეხიდან უშგულისკენ მიმავალ გზაზე დროებით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მონაკვეთზე მოვარდნილი მეწყრული მასის გამო, აღნიშნული გზის კმ98-კმ151 (სოფ.საყდარი-ლასდილი) მონაკვეთსა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,”-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





