TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის დასუფთავებაზე მზრუნველ პირებს მადლობის სიგელები გადასცეს

ხარაგაულის დასუფთავებაზე მზრუნველ პირებს მადლობის სიგელები გადასცეს

ხარაგაულის დასუფთავებაზე მზრუნველ პირებს მადლობის სიგელები გადასცეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ თანამშრომლებს შეხვდა და მათ გასული წლის განმავლობაში გაწეული შრომისა და პასუხისმგებლობით შესრულებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის სახელით, მერის პირველმა მოადგილემ თანამშრომლებს საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებისა და სამსახურებრივი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის მადლობის სიგელები გადასცა.

მადლობის სიგელები გადაეცათ:

ვახტანგ ლურსმანაშვილს, ბიქტორ კაკულიას, ავთანდილ ლომსაძეს, გოჩა ლაბაძეს, ემზარ ორთოიძეს, დავით ჭიპაშვილს, მანანა ბაკურაძეს, გოჩა ჭიპაშვილს, ზურაბ ნიქაცაძეს, კობა მაღლაფერიძეს, შერმადინ ლომსაძეს და ოლეგი თხელიძეს.

მერის პირველმა მოადგილემ თანამშრომლებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი ყოველდღიური შრომა მნიშვნელოვანი წვლილია მუნიციპალიტეტის სისუფთავისა და კეთილმოწყობის უზრუნველყოფაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu