რეკლამა

წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრები ქუთაისში

წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრები ქუთაისში

28 ივლისს (ახ.სტ.) კვირიკობის დღესასწაული, წმიდა მოწამეთა კვირიკესი და მისი დედის, ივლიტას ხსენების დღე აღინიშნება.

"ქუთაის-გაენათის ეპარქიის სოფელ ზარათისა და სოფელ ტყაჩირის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრები.

სოფელ ზარათში მდებარე ტაძრის აგების თარიღად მიჩნეულია მე-13 საუკუნე. ტაძარი ერთნავიანი ბაზილიკაა და შემკულია მე-17 საუკუნის ფრესკებით. 

სოფელ ტყაჩირში მდებარე ტაძარი 1907 წელს აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდემ (ოქროპირიძე). ტაძარი დარბაზული ტიპისაა, დასავლეთ ფასადზე მიდგმული სამრეკლოს თანხლებით. 

აღნიშნული ტაძრები, საბჭოთა რუსული ათეისტური მმართველობისას, ადმინისტრაციული წესით იყო დახურული. ორივე მათგანის ენკენია (განმეორებითი კურთხევა) აღასრულა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი), სოფ. ზარათის ტაძრის - მე-20 საუკუნის მიწურულს, სოფ. ტყაჩირის ტაძრის - 2008 წლის 14 მაისს,"-წერს თეოლოგი ლაშა დეისაძე-შერვაშიძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები