TOPNEWS » მთავარი თემა » მდინარე ძუსის ხეობაში ჰესის მშენებლობა იგეგმება?

მდინარე ძუსის ხეობაში ჰესის მშენებლობა იგეგმება?

მდინარე ძუსის ხეობაში ჰესის მშენებლობა იგეგმება?

ახალგაზრდული მოძრაობა "ძლიერი მუხურა"-ს ინფორმაციით, ტყიბულის სოფელ მუხურასა და თერჯოლის სოფელ მუჯირეთის მიმდებარედ, მდინარე ძუსის ხეობაში დაგეგმილია ე.წ დერივაციული ჰიდროელექტროსადგურის (ჰესი) მშენებლობა, რაც გულისხმობს მდინარის კალაპოტიდან მილებში გადასროლას.

მათივე ცნობით, საქმეში ფიგურირებს უცხოური, კერძოდ ბელარუსული კომპანია. 

"არსებული რეგულაციებით, კომპანია მდინარის 90% -ის მილებში გაშვების უფლებას მიიღებს და ძუსის ხეობის კალაპოტს მდინარის მხოლოდ 10% დარჩება. რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს უნიკალურ და ულამაზეს, კანიონის ტიპის ძუსის ხეობას.

ჩვენ ვუერთდებით წინააღმდეგობის მოძრაობას ძუსის ხეობის გადასარჩენად, რომელიც აერთიანებს სოფელ მუხურას, სოფელ მუჯირეთის, სოფელ სკანდისა და სოფელ საზანოს მოსახლეობას,"-აცხადებენ მოძრაობაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu