რეკლამა

ვინ უწინასწარმეტყველა დავით ბახტაძეს სამტრედიის მერობა?

ვინ უწინასწარმეტყველა დავით ბახტაძეს სამტრედიის მერობა?

იაპონელების მიერ ნაჩუქარი საკურას 100 ნერგიით სამტრედიაში, სხვადასხვა  სარეკრეაციო სივრცეებში საკურას ხეივანი გაშენდება, რაც ქართულ-იაპონური მეგობრობის სიმბოლოდ ჩაითვლება.

"იაპონიის სიმბოლოს-საკურას სამტრედიაში გაშენებით ხელს ვუწყობთ სამტრედიაში იაპონური კულტურის შემოსვლას. იმ აქტივობებს შორის, რომელიც იაპონელთა ვიზიტის ფარგლებში დავგეგმეთ, აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია,"-ამბობს სამტრედიის მერი დავით ბახტაძე.

სტუმრები სამტრედიაში სანიკიძის ღვინის მარანს ეწვივნენ. მათთვის ქართული ღვინის წარმოების და უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშების გაცნობა საინტერესო აღმოჩნდა. დღესვე, სტუმრები ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ფერხისს” ესტუმრნენ და ქარული ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს გაეცნენ. 

"ძალიან მოგვწონს სამტრედია და აღფრთოვანებულები ვართ თქვენი სტუმარ-მასპინძლობით. წლების წინ, როდესაც თქვენი დღევანდელი მერი გავიცანი, მე პირადად ვუწინასწარმეტყველე, რომ ის იქნებოდა მომავალი მერი. ვხედავ, ძალიან გალამაზებულია სამტრედია. ძალიან სწრაფად ვითარდება აქაურობა. ჩვენც გვინდა ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ ქალაქის განვითარებაში და დავისახოთ ერთობრივი  გეგმები, რომელიც კიდევ უფრო დაახლოვებს ქალაქ მიტოიოს და სამტრედიას,"-განაცხადა შირონაკა ტოშიფუმიმ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები