TOPNEWS » მთავარი თემა » “ხარაგაულში, სტიქიის ზონაში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება სრულად აკონტროლებს და მართავს პროცესებს”

“ხარაგაულში, სტიქიის ზონაში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება სრულად აკონტროლებს და მართავს პროცესებს”

“ხარაგაულში, სტიქიის ზონაში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება სრულად აკონტროლებს და მართავს პროცესებს”

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში აქტიური სამუშაოების წარმოება გრძელდება. 
იწმინდება და ფართოვდება მდინარე ყარნებას კალაპოტი.

 ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება სრულად აკონტროლებს და მართავს პროცესებს სტიქიის ზონაში. 

“დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება სრულად აკონტროლებს და მართავს პროცესებს ხემაღალის, ღვერკის და ყარნებას კალაპოტის სტაბილიზაციის და უსაფრთხოების მიმართულებით. 

გახსნილია პირველი შეგუბება და მიმდინარეობს მეორე შეგუბების გახსნის სამუშაოები,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

ცნობისთვის, სოფელ ღვერკიდან და ხემაღალიდან სტიქიის მიზეზით, მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს. დაზარალებულ მოსახლეობას ხელისუფლება ალტერნატიული საცხოვრებლებით უზრუნველყოფს. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu