TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. 

დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორმა 1969 წელს დაბადებულმა ხ.ზ.-მ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით 1964 წელს დაბადებულ მოქალაქე ი.გ.-ზე და 1960 წელს დაბადებულ მოქალაქე ა.ბ.-ზე მოახდინა ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“-ს უკანონო რეალიზაცია.

მოქალაქეების ი.გ.-ს და ა.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი” და ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ რომელსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 260-ე ტერცია მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu